პროექტის გეგმა

პროექტის    გეგმა                             
პროექტის დასახელება:  „ჩემი პირველი ელექტრონული წიგნი.“
პრობლემა: მოსწავლეები არ კითხულობენ დამატებით საბავშვო ლიტერატურას, შესაბამისად ნაკლებად წიგნიერები არიან.
პროექტის აქტუალურობა: ამ პროექტზე მუშაობით  მოსწავლეები მეტად წიგნიერები გახდებიან, განივითარებენ  21- საუკუნის უნარებს.
პროექტის მიზანი: ე.ს.გ-ის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების: წიგნიერების, მედიაწიგნიერების, სემიოტიკური კომპეტენციების განვითარება მოსწავლეებში.
21-ე საუკუნის უნარების განვითარება:
·         შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
·         ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კითხვის უნარის გაუმჯობესება, ისტ-ის უნარების განვითარება, შემოქმედებითი უნარების განვითარება.

კავშირი ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან.

ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
·         ხმამაღლა კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს, იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.


ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)  დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
·         გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, ამბის განვითარებას, დასკვნას);
ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
      ახდენს  ილუსტრირებას.
ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას  და/ან  თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.

·         მასწავლებლის დახმარებით შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად;

·         ის ტექნ.1.1მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
·         ის ტექნ.1.4.მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.



პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
განვითარებული უნარები.
განვითარებული კომპეტენციები.
ბავშვების მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა ინტერნეტსივრცეში.

ამოცანები და მათი განხორციელების გზები.
სამოტივაციოდ  მოსწავლეებს ვაჩვენებ ჩემს გაკეთებულ  ელექტრონულ წიგნებს. შევთავაზებ მათ  პროექტზე მუშაობას ,სადაც თვითონ შექმნიან ელექტრონულ წიგნებს  საბავშვო მოთხრობების მიხედვით.
მათთან ერთად დავგეგმავ აქტივობებს. პროექტს გავწერთ დროში, გავინაწილებთ ფუნქციებს: მასწავლებელი,  მოსწავლეები და მშობლები. ბავშვები შეფასდებიან პროექტის სამივე ეტაპზე  განმავითარებელი  და განმსაზღვრელი კომენტარებით. პროექტის მესამე ეტაპი იქნება ბავშვების ნაშრომების წარდგენა სასკოლო საზოგადოებასთან.
 განხორციელების გზები:
საწყის ეტაპზე  ვმუშობთ მასწავლებელი და მესამე კლასის მოსწაავლეები. მეორე ეტაპზე ერთვებიან მშობლებიც.  ეხმარებიან შვილებს საბავშვო ლიტერატურის მოძიებაში  და  შერჩევაში.  მასწავლებელი გეგმავს პროექტს, მშობლებიც  ეხმარებიან, ბავშვები ანხორციელებენ.
რესურსები:
იაკობ გოგებაშვილის  მოთხობები. ბუკები. სახატავი  თაბახები, ფანქრები, საშლელები.  ციფრული ფოტოაპარატი. პროექტორი.
პასუხისმგებელი პირი:  პროექტის ავტორი: ნ. ციცვიძე.

მოსწავლეთა  შეფასების  რუბრიკა

კრიტერიუმები
საშუალოზე დაბალი
საშუალო
კარგი
კითხულობს, გამართულად, საჭირო ინტონაციით.



ახდენს ილუსტრირებას.



ახდენს ნაწარმოების დაყოფას ეპიზოდებად.



ქმნის ელექტრონულ წიგნს, მასწავლებლის დახმარებით.



აკეთებს პრეზენტაციას.




მოსწავლეთა  თვითშეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმები
საშუალოზე დაბალი
საშუალო
კარგი
ყველა აქტივობა შევასრულე თანმიმდევრულად.



აუდიტორიის წინაშე წარვადგინე ჩემი ნაშრომი.



ვიმუშავე ბუკში




   ჩემი თვითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
დიახ
არა
პროექტის დაწყების წინ გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები
+

პროექტი გაწერილ დროში  შევასრულე
+

მოვახერხე ყველა ბავშვის ჩართვა ყველა ეტაპზე.
+


       Ps.  პრეზენტაციის დროს  იყო ერთი ტექნიკური პრობლემა,  ერთ-ერთ  სლაიდზე  დაიკარგა  ხმა, მაგრამ  რა ვქნათ  ტექნიკა ყოველთვის  არ გვემორჩილება.
ამოცანების განსახორციელებელი დროის ტაბულა.
პირველი კვირა-საბავშვო ლიტერატურის მოძიება და შერჩევა.
მეორე კვირა-შერჩეული ნაწარმოების დამუშავება, ანალიზი, შეფასება.
მესამე კვირა-მოთხრობების ილუსტრირება.
ელექტრონული წიგნების აწყობა. (სინთეზი, ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით)
დრო: 12-ოქტომბერი-14 ნოემბერი. 2014 წელი.

პროექტის რისკ-ფაქტორები- არ არის.
პროექტის ბიუჯეტი--უმნიშვნელოა.
პროექტის სამივე  ეტაპის ანგარიში:
პროექტის პირველი ეტაპის მიზანი იყო:  მოტივაციის აღძვრა მოსწავლეებში, მშობლების ინფორმირება, ბუკლეტების დამზადება. სამივე განხორციელდა გეგმის შესაბამისად.
პროექტის მეორე ეტაპის მიზანი იყო: დროში გაწერილი აქტივობების თანმიმდევრული შესრულება. ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად შესრულდა.
პროექტის მესამე ეტაპის მიზანია: პროექტის  საბოლოო შედეგის  პრეზენტაცია. რაც განხორციელდა სასკოლო საზოგადოების წინაშე.
პროექტის საბოლოო პროდუქტი- ელექტრონული  წიგნების ინტერნეტბიბლიოთეკა და პროექტის ფარგლებში  მოსწავლეებში განვითარებული უნარები.


No comments:

Post a Comment